Professor ELGUJA MEKVABISHVILI 70
Elene Kharabadze
E-mail: e.kharabadze@tsu.edu.ge
Doctor of Economics, Emeritus Professor at Ivane Javakhishvili Tbilisi State University
Georgia, Tbilisi
https://orcid.org/0000-0003-2124-113X
Badri Gechbaia
E-mail: gechbaia.badri@bsu.edu.ge
Doctor of Economics, Professor at Batumi Shota Rustaveli State University
Georgia, Batumi
https://orcid.org/0000-0003-2815-2228
პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი ჩვენი საზოგადოების ფართო წრისთვის საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, როგორც მეცნიერი და პედაგოგი. ბევრის მთქმელია ბატონი ელგუჯას ბიოგრაფია და არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი პიროვნული თვისებები.
პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი დაიბადა 1956 წლის 26 მაისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში.
1973 – 1978 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერ - თანამშრომელი.
ბატონი ელგუჯა მექვაბიშვილი შემდეგ საქმიანობას აგრძელებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე დოცენტის, შემდეგ კი, პროფესორის [2001] თანამდებობაზე.
1998 - 2005 წლებში პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, 1996-2002 წლებში საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს წევრი.
1997 წელს ბატონმა ელგუჯა მექვაბიშვილმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „გარდამავალი ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და განვითარების კანონზომიერებები საქართველოში". სხვადასხვა წლებში ბატონი ელგუჯა მექვაბიშვილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და დეკანი.
2006 წლიდან ბატონი ელგუჯა მექვაბიშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, თეორიული ეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი. იგი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე. იგი არის თავისი საქმის უბადლო მცოდნე, გადმოცემის შესანიშნავი უნარის მქონე ჭეშმარიტი პროფესორი. დიდია მისი წვლილი ახალგაზრდა ეკონომისტთა კადრების აღზრდის საქმეში.
პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით (2021 წ.), პ. გუგუშვილის სახელობის მედლით (2019 წ.), ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით (2017 წ.), ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიით (2016 წ.), ღირსების ორდენით - სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის (1998 წ.). არჩეულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად (2025წ.).. არის მრავალი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი დღესაც აგრძელებს თავის აქტიურ და სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
ვუსურვებთ ბატონ ელგუჯას ჯანის სიმრთელეს, წარმატებებს სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში, გვჯერა მისთვის ჩვეული პასუხისმგებლობითა და ღირსებით, იგი კვლავაც განაგრძობს შემოქმედებით საქმიანობას მრავალი, მრავალი წელი.
Downloads
References
ეკონომიკის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი
ბადრი გეჩბაია
ეკონომიკის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“-ს მთავარი რედაქტორი
Copyright (c) 2026 Badri Gechbaia, Elene Kharabadze

This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
.png)






