ავტორთა ვალდებულებები

მრავალჯერადი ან პარალელური გამოცემა - ავტორები ვალდებულნი არიან გამოსაქვეყნებლად წარმოადგინონ ხელნაწერები/ორიგინალები, რომლებიც ადრე არ გამოქვეყნებულა სხვა გამოცემებში.
ორიგინალობა და პლაგიატი - ავტორებმა უნდა დაასაბუთონ, რომ მათ მიერ დაწერილი ნაშრომი ორიგინალს წარმოადგენს და თუ ავტორებს უკვე გამოყენებული აქვთ სხვათა ნაშრომი და/ან სიტყვები, ეს სიტყვები და/ან ნაშრომები უნდა წარმოდგენილ იქნას ციტატის ან გამონათქვამის სახით.
ხელნაწერთა მონაცემებზე წვდომა - ავტორები უნდა იყვნენ მზად, რათა მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდონ რედაქციის გადახედვისათვის ნედლეული მონაცემები, ისინი ვალდებულნი არიან მსგავსი ინფორმაცია/მონაცემები შეინახონ გონივრული ვადით.
ინტერესთა კონფლიქტი - პრივილეგირებული ინფორმაცია ან აზრი, რომელიც მიღებულია რეცენზენტებისგან, კონფიდენციალურად ითვლება და არ უნდა იქნას გამოყენებული პირადი მიზნებისთვის. ხელნაწერის რეცენზენტებად არ უნდა იქნეს არჩეული ის ადამიანები, რომელთაც აქვთ რაიმე სახის ინტერესთა კონფლიქტი ნებისმიერ ავტორთან, კომპანიებთან ან ორგანიზაციებთან (რომელთაც აქვთ კავშირი ამ წარდგენილ ნაწერებთან) გამომდინარე კონკურენტული, თანამშრომლობითი, ან სხვა რაიმე სახის ურთიერთობიდან ან კავშირიდან.