რეცენზენტების მოვალეობები

ობიექტურობა - რეცენზენტების მიერ განხილვის პროცესი უნდა განხორციელდეს ობიექტურად. რეცენზენტებმა უნდა შეავსონ შეფასების ფორმა, ხელნაწერების გაუმჯობესების მიზნით, მკაფიო და ლაკონური რეკომენდაციების მიწოდებით, მაგრამ მათი ავტორების შესახებ რაიმე ინფორმაციის გაცნობის გარეშე. თუ ისინი იძლევიან დასკვნას გამოქვეყნების თაობაზე, უნდა დაასაბუთონ თავიანთი შეხედულებები. რეცენზენტებს შეიძლება სთხოვონ წაიკითხონ განახლებული ხელნაწერი, თუ არსებობს მოსაზრება, რომ ნაშრომი არ არის შესწორებული მათი რეკომენდაციების შესაბამისად.
ორიგინალობა - რეცენზენტების პასუხისმგებლობაა, შეატყობინოს რედაქტორს, თუ თვლიან, რომ წარდგენილი ნაშრომი ძალიან წააგავს მათ მიერ წაკითხულ სხვა ნაშრომს, როგორც რეფერენტულად, ასევე ბეჭდვით.
წყარო ციტატა - რეცენზენტებმა ავტორებს უნდა მიუთითონ თავიანთი მოსაზრება გამოტოვებულ ციტატებთან დაკავშირებით.
პირადი ინფორმაცია - შემფასებელმა არ უნდა გამოიყენოს წარმოდგენილი ხელნაწერების განხილვის შედეგად მიღებული ინფორმაცია საკუთარი კვლევისთვის ან პირადი სარგებლობისთვის, თუ არ მიიღებს ავტორის თანხმობას.