რეცენზირების პოლიტიკა

ყველა სტატია ფასდება მთავარი რედაქტორის მიერ, რომელიც წყვეტს, შესაძლებელია თუ არა მათი რედაქტირება  ან/და მათი შემდგომი გადამუშავება. რეცენზირება იწარმოება მკვლევარებისა და მეცნიერების მიერ, რომლებიც დანიშნულნი არიან სარედაქციო კოლეგიის მიერ ხარისხის მკაცრი კრიტერიუმების შესაბამისად და ადასტურებენ კვლევის სიზუსტესა და სანდოობას.

რეცენზენტები  განიხილავენ მიღებულ სტატიებს როგორც კონფიდენციალურს და ვალდებულნი არიან მოახსენონ მთავარ რედაქტორს, თუ მათ თხოვენ სტატიის გაკრიტიკებას, თუ მათ აქვთ ურთიერთობა ან კონფლიქტი  სტატიის ავტორთან, რამაც შეიძლება გაართულოს სტატიის რეცენზირება. რეცენზეტებმა უნდა გაუმჟღავნონ ინფორმაცია რედაქტორს და და უარი თქვან კონკრეტული სტატიების რეცენზირებაზე, თუ არსებობს მიკერძოების ალბათობა თუნდაც ფარული რეცენზირების დროს.

ყველა ავტორი და სარედაქციო კოლეგიის ყველა რეცენზენტი ვალდებულია გაამჟღავნოს ფაქტობრივი და პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი განაცხადის ჩაბარებისას, ან  სარედაქციო და  რეცენზირების (შეფასების) დავალების მიღების  დროს.

თუ რედაქტორი/რეცენზენტი არის ავტორთა სიაში ან აქვს ინტერესთა სხვა სახის კონფლიქტი (ასოცირდებიან ერთსა და იმავე დაწესებულებასთან) კონკრეტულ სტატიასთან მიმართებაში,  რეცენზირების (შეფასების) კონტროლის განხორციელებისათვის დანიშნული უნდა იქნას სარედაქციო კოლეგიის სხვა წევრი. 

რეცენზირების  შემდგომ ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენის შემთხვევაში (ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება), რედაქტორი იწვევს დამატებით რეცენზენტს  სტატიის რეცენზირებისათვის, ან არაეთიკურობიდან გამომდინარე გამოიწვევს სტატიას პუბლიკაციიდან).