ავტორთათვის

ჟურნალში სტატიის წარმოდგენის მოთხოვნები

ნაშრომის ჟურნალში წარდგენისას ავტორებმა უნდა დაადასტურონ მისი შესაბამისობა ყველა ქვევით მოყვანილ მოთხოვნასთან. შეუსაბამობათა გამოვლენის შემთხვევაში, რედაქცია დაუბრუნებს ავტორებს ნაშრომს გადასამუშავებლად. სტატიის წარდგენამდე, ავტორი უნდა დარწმუნდეს, რომ ნაშრომი არის სრულყოფილი, გრამატიკულად გამართული და არ შეიცავს ორთოგრაფიულ ან ტიპოგრაფიულ შეცდომებს.

ყოველი სტატიის რეცენზირება ხდება რედაქტორის მიერ და იმ შემთხვევაში, თუკი ის მართებულად მიიჩნევს სტატიის გამოქვეყნებას, ნაშრომი ეგზავნება მინიმუმ ორ დამოუკიდებელ რეცენზენტს რეცენზირე­ბი­სა­თ­ვის.

სტატიის ტიპოგრაფიული და ელექტრონული სახით გამოქვეყნებაზე ავტორმა უნდა განაცხადოს თანხმობა; მიღებული სტატიის გასწორებული ვერსია ან დაწუნებული ნაშრომი ავტორს არ უბრუნდება. სარედაქციო საბჭო არ განიხილავს ნაშრომს, რომელიც მოთხოვნების მიხედვით არ იქნება გაფორმებული. ავტორს შეუძლია ნიმუშად გამოიყენოს ჟურნალის რომელიმე ნომერი.

საავტორო უფლება

ჟურნალში წარმოდგენილი სტატია არ უნდა იყოს ადრე გამოქვეყნებული ან განხილული გამოსაქვეყნებლად სხვა სამეცნიერო გამოცემებში. ავტორი/ავტორები ვალდებულნი არიან გამოვიდნენ იმის გარანტად, რომ პუბლიკაცია არ არღვევს არსებული საავტორო უფლებებდან რომელიმეს და გაათავისუფლოს გამომცემელი მათი დარღვევისაგან.

მეტამონაცემები

სტატია აუცილებლად უნდა შეიცავდეს მეტამონაცემებს, რომლებსაც განეკუთვნება:

ა) ავტორის/ავტორების სახელი და გვარი და სტატიის სათაური;

ბ) ანოტაცია;

გ) საკვანძო სიტყვები და სიტყვათშთანხმებანი (არაუმეტეს 10-სა);

დ) მონაცემები ავტორის/ავტორების შესახებ (სრულად - სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა, სამუშაო/სწავლის ადგილი, ქალაქი, ქვეყანა).

სტატიის სათაური, ანოტაცია, საკვანძო სიტყვები და ავტორის/ავტორების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.  

სტატია, ასევე, უნდა შეიცავდეს ავტორის ტელეფონის ნომერს (არ ექვემდებარება გასაჯაროებას) და ელექტრონული ფოსტის მისამართს (ექვემდებარება გასაჯაროებას), რათა დროულად მოხდეს პუბლიკაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება. 

სტატიის ორი ან მეტი ავტორის არსებობის შემთხვევაში, ერთი მათგანი მითითებულ უნდა იქნეს, როგორც საკონტაქტო პირი.

მოთხოვნები ნაშრომებისადმი

გთხოვთ, მოამზადოთ თქვენი ნაშრომი გამოგზავნამდე შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებით:

ფორმატი

ფაილი წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Word ფორმატში.

გვერდის ფორმატია -A4, მინდვრები ყველა მხრიდან - 20 მმ., გვერდის ორიენტაცია - Portrait, შრიფტის სახეობა: ქართული - Sylfaen, ინგლისური/რუსული - Times New Roman, შრიფტის ზომა - 12,  ინტერვალი სტრიქონებს შორის -  Single, აბზაცი - 1,25 მმ.

ცხრილებს უნდა ჰქონდეს შუაში განლაგებული რიგითი ნომერი და სახელწოდება (მაგ.: ცხრილი 1, სახელწოდება).

ცხრილების შრიფტის ტექსტის პარამეტრები: ზომა - 10, სახეობა - ქართული - Sylfaen, ინგლისური/რუსული - Times New Roman, ინტერვალი სტრიქონებს შორის -  Single.

ნახატებს უნდა ჰქონდეს შუაში განლაგებული რიგითი ნომერი და სახელწოდება (მაგ.: ნახ. 1, სახელწოდება). პარამეტრები: ზომა - 10, სახეობა - ქართული - Sylfaen, ინგლისური/რუსული - Times New Roman, ინტერვალი სტრიქონებს შორის -  Single.

ნახატები სრულდება გრაფიკულ რედაქტორში, რომელიც თავსებადია ვორდის ფორმატიდან JPG ფორმატში 300 dpi გაფართოებით. ფორმულები უნდა განლაგდეს სტრიქონის შუაში, ძირითადი ტექსტიდან გამოიყოს ორი ცარიელი სტრიქონით ზევით და ქვევით, ფორმულის ნომერი მიეთითება მრგვალ ფრჩხილში, გვერდის მარჯვენა კიდეში; ზომა - 12, სახეობა - ქართული - Sylfaen, ინგლისური/რუსული - Times New Roman, ინტერვალი სტრიქონებს შორის -  Single.

მათემატიკური ფორმულების შეყვანა ხდება ფორმულრბის რედაქტორის Microsoft Equation მეშვეობით, სტანდარტული სტილით.

სტატიის მოცულობა

სტატიის სრული მოცულობა, ანოტაციისა და გამოყენებული ლიტერატურის სიის ჩათვლით, უნდა შეადგენდეს 10-15 გვერდს (4000-5000 სიტყვა).

სტატიის სათაური

სტატიის სათაური არ უნდა იყოს 5 სიტყვაზე ნაკლები და 10 სიტყვაზე მეტი

ცნობები ავტორის/ავტორების შესახებ

ყოველი ავტორის სახელი და გვარი უნდა დაიწეროს სრულყოფილად და სწორად (აუცილებელია სახელის და გვარის წარდგენა ინგლისურ ენაზე საერთაშორისო პასპორტის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის შესაბამისად);

ყოველი ავტორისათვის აუცილებელია სწორად იქნეს მითი­თე­ბუ­ლი აკადემიური ხარისხი, აკადემიური თანამდებობა, სამუ­შაო/სწავლის ადგილი, ქალაქი, ქვეყანა, ასევე, ელექტრონული ფოს­ტა.

ავტორის /ავტორების იდენტიფიკატორი

ავტორებმა უნდა წარმოადგინონ იდენტიფიკატორი ORCID (ბმულზე  https://orcid.org/register  რეგისტრაციის კოდი).

სტრუქტურირებული ანოტაცია

ავტორებმა უნდა წარმოადგინონ სტრუქტურირებული ანოტაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს კვლევის პრობლემის, მეთოდებსა და შედეგების აღწერილობას:

·         სტატიის მიზანი;

·         ორიგინალურობა და ღირებულება;

·         მასალები და მეთოდები;

·         შედეგები;

·         დასკვნები.

ანოტაციის მოცულობა შეადგენს 200-დან 300-მდე სიტყვას.

საკვანძო სიტყვები

საკვანძო სიტყვების მაქსიმალური რაოდენობაა 10.

სტატიის კლასიფიკაცია

ავტორებმა უნდა წარმოადგინონ კოდი JEL Classіfіcatіon 

ლიტერატურა და წყაროები

გამოყენებული ლიტერატურისა და წყაროების მითითება ტექსტში უნდა მოინიშნოს კვადრატულ ფრჩხილში მოქცეული თანმიმდევრული ციფრებითა და შესაბამისი ჩამონათვალით ტექტის ბოლოს, მაგ.: [1]; [2] და ა.შ.

ნახატები

ყველა ნახატი (დიაგრამა, სქემა, გრაფიკული (ხაზოვანი) და ფოტოგრაფიული გამოსახულებანი, ვებ-გვერდები/სქრინშოთები) უნდა იყოს მაღალი ხარისხის, შესაძლებელია - ფერადი.

ცხრილები

ყოველი ცხრილის ადგილი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სტატიის ძირითად ტექსტში, ხოლო შესაბამის მითითება - მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს ტექსტში.