მიზნები და საქმიანობის სფეროები

საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი ,,ინოვაციური ეკონომიკა და მართვა’’, წარმოადგენს ა(ა)იპ ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტისა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივ გამოცემას, სადაც ქვეყნდება ქართველი და უცხოელი ავტორების სამეცნიერო სტატიები ინოვაციური ეკონომიკისა და მართვის თემატიკის აქტუალურ საკითხებზე. ჟურნალი ,,ინოვაციური ეკონომიკა და მართვა’’ - ს პირველი ნომერი გამოიცა 2016 წლის მაისში. ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი (ISSN) და სერიულ გამოცემათა საერთაშორისო სტანდარტული ნომერი. ჟურნალს ჰყავს სარედაქციო კოლეგია, რომელიც შექმნილია ეკონომიკისა და მართვის დარგში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერებისა და პრაქტიკოსი სპეციალისტებისაგან, რომლებიც ფლობენ უმაღლეს პრაქტიკულ და თეორიულ კვალიფიკაციას და არიან აღარებული კომპეტენციის მქონე სპეციალისტები: მეცნიერებათა დოქტორები, აკადემიური დოქტორები, სხვადასხვა ეროვნული და დარგობრივი აკადემიების წევრები, პროფესორები.

ჟურნალის მისიაა ეკონომიკური მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, მეცნიერთა და პრაქტიკოს ეკონომისტთა, მენეჯერთა განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევებისა და მიღწევების წარმოჩენა და პოპულარიზაცია, მათი გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის. ჟურნალის მიზანია საერთაშორისო დონეზე მაღალი სამეცნიერო სტატუსისა და ავტორიტეტის მოპოვება, საერთაშორისო აღიარების მქონე სამეცნიერო ჟურნალების სტანდარტების შესაბამისად..

კვლევის სფეროები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგით:

კონცეპტუალური/პრაქტიკული მიდგომები და ინოვაციური ეკონომიკის, ინფორმაციული ეკონომიკის, ციფრული ეკონომიკის და ზოგადად ეკონომიკის განვითარების მეთოდოლოგიები;

ინოვაციური ეკონომიკისა და ფინანსური ბაზრებისა და ინსტიტუტების განვითარება;

ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT) და ინფორმაციული კომუნიკაციის ტექნოლოგიები (ICT) ინოვაციური ეკონომიკის განვითარების და სოციალურ-ეკონომიკური ინოვაციებისათვის;

ინფორმაციული ეკონომიკა საინჟინრო ეკოლოგიისათვის;

სტრატეგიული მენეჯმენტის პრაქტიკა და კრეატიული მარკეტინგის ტექნიკა ინოვაციურ ეკონომიკაში;

გენდერული მრავალფეროვნება ინოვაციურ მენეჯმენტში;

თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროცესები ინოვაციურ ეკონომიკაში;

ბუღალტრული აღრიცხვა, აუდიტი და საგადასახადო საქმე;

ეკონომიკური უსაფრთხოება, დაზღვევა,  ორგანიზაციული ქცევა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი;

ინოვაციური ეკონომიკა და ლოჯისტიკა;

ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კვლევები ინოვაციების მენეჯმენტში ახალი თვალსაზრისით.