ჟურნალის შესახებ

ჟურნალის პოლიტიკა

პუბლიკაციის პოლიტიკა 

სტატიის წარდგენა ითვალისწინებს, რომ წარდგენილი ნაშრომი ადრე არ ყოფილა გამოქვეყნებული და არ განიხილება სხვაგან პუბლიკაციის მიზნით. სტატიაზე საავტორო უფლება უნარჩუნდებათ ავტორებს, ხოლო პირველი პუბლიკაციის უფლება ენიჭება ჟურნალს/გამომცემელს. ავტორებს აქვთ უფლება ხელმეორედ გამოიყენონ, გამოსცენ, დაარქივონ და გაავრცელონ თავიანთი სტატიები გამოქვეყნების შემდგომ. ჟურნალი/გამომცემელი არ აგებს პასუხს სტატიის შემდგომ გამოყენებაზე. ავტორები ნებას აძლევენ გამომცემელს გამოიყენოს DOI საკუთარი სტატიების მიმართ და მოახდინოს მათი არქივიზაცია მონაცემთა ბაზაში.

ჟურნალის განყოფილებები

ინოვაციური ეკონომიკა;

ეკონომიკური თეორია:

ფულად-საკრედიტო, საინვესტიციო, საბანკო პოლიტიკა;

სოციალური სფერო;

დარგობრივი და რეგიონული ეკონომიკა;

დარგობრივი ბაზრების ეკონომიკა;

ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი, მარკეტინგი, აღრიცხვა;

მსოფლიო ეკონომიკა;

ეკონომიკის ისტორია

პერიოდულობა

ჟურნალი გამოიცემა წელიწადში 3 ჯერ

რეცენზირების პროცესი

ახლად წარმოდგენილი ხელნაწერი თავდაპირველად განიხილება რედაქტორების მიერ. ამ ეტაპზე, ხელნაწერი, შესაძლოა, უარყოფილი იქნას, თუ ის არასაკმარისი ხარისხისაა, სცდება ჟურნალის თემატურ ჩარჩოებს ან არ ჩაითვალა ორიგინალურ ნაშრომად. ხელნაწერი, რომელიც შეესაბამება პუბლიკაციებისადმი წაყენებულ მინიმალურ მოთხოვნებს, გადაეცემა ერთ-ერთ რეცენზენტს. რეცენზენტს მოეთხოვება შეაფასოს, არის თუ არა ხელნაწერი მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური, აქტუალური, გასაგები, სწორად არის თუ არა გამოყენებული მითითებანი წინამორბედ ნამუშევრებზე და თავსდება თუ არა ის ჟურნალის ჩარჩოებში. რეცენზირების ვადა არის 15 სამუშაო დღე.

პუბლიკაციის ეთიკა

ავტორებმა თავიანთი მასალები პუბლიკაციისათვის უნდა წარმოადგინონ ქცევის მოწინავე პრაქტიკასა და კოდექსთან შესაბამისობაში, რათა უზრუნველყონ სამეცნიერო პუბლიკაციების მაღალი ხარისხი და საზოგადოების ნდობა მეცნიერული აღმოჩენებისადმი. ავტორებისათვის სახელმძღვანელო ეთიკური პრინციპები მოიცავენ ინფორმაციის გახსნილობას ფინანსირების შესახებ და ინტერესთა ნებისმიერ - ფაქტობრივ ან პოტენციურ - კონფლიქტზე.

ინტერესთა კონფლიქტი

ჟურნალის რედაქტორები, სარედაქციო კოლეგიის წევრები, ავტორები და რეცენზენტები ვალდებულნი არიან განაცხადონ ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ინტერესთა კონფლიქტების შესახებ, რათა მიღებულ იქნას რელევანტური ზომები. პოლიტიკა უზრუნველყოფს სტრუქტურას, რომლის ჩარჩოებშიც მთავარ რედაქტორებს, სარედაქციო კოლეგიის წევრებს და რეცენზენტებს შეუძლიათ სისტემატურად და შესაბამისი სარედაქციო შეფასებით დაარეგულირონ ინტერესთა კონფლიქტები მათი წარმოშობისთანავე.

პლაგიტთან ბრძოლის პოლიტიკა

სხვისი ან საკუთარი ადრე გამოქვეყნებული ხელნაწერიდან თუნდაც ერთი  წინადადების კოპირება შესაბამისი ციტირების გარეშე, ითვლება პლაგიატად. ჟურნალი იღებს ვალდებულებას, გამოაქვეყნოს მხოლოდ ორიგინალური სტატიები, რომლებიც არსად ყოფილა გამოქვეყნებული და რეცენზირებული. ჟურნალი იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას დამთხვევების აღმოჩენისა და წარდგენილ ხელნაწერებში ანალოგიური ტექსტების გამოვლენის მიზნით.

 

დამფუძნებელი

ა(ა)იპ ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტი

შპს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი